Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-10-08
Beginning 18:15 HR
Address შერატონ მეტეხი პალასი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით 2022 წლის 6-8 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ჩატარდა მე-8 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.”

ღონისძიება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით იმართებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილმა მკვლევრებმა და პრაქტიკოსებმა: დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა: ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.

კონფერენცია დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2022 წლის საგრანტო კონკურსის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ მეორე ლოტის კონკურსის ფარგლებში [გრანტის ნომერი MG-ISE-22-314], თანადაფინანსებას უზრუნველყოფდა საქართველოს ინსულტის ასოციაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდი: https://wsotbilisi2022.tsu.ge/

Related events